მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Pfizer-ის COVID 19-ის საწინააღმდეგო აბი შესაძლოა, წლის ბოლოს ხელმისაწვდომი იყოს

ფარმაცევტული კომპანია ფაიზერი
1619467081
COVID-19

ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბზე მუშაობს. ინფორმაციას გამოცემა telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიის აშშ-ისა და ბელგიის ოფისში კვლევები მიმდინარეობს. მედიკამენტის გამოცდა უკვე დაწყებულია და კვლევებში 60 მოხალისე მონაწილეობს. მათი ასაკი 18-დან 60 წლამდეა.

კვლევა თუ წარმატებით დასრულდა, ანტივირუსული პრეპარატი მოსახლეობისთვის შესაძლებელია, წლის ბოლო იყოს ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა. ვირუსის გავრცელებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148 მლნ-ს აღემატება, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3 129 768 პაციენტი, ხოლო ვირუსის დამარცხება 125 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

ამავე თემაზე:

🔴 „ფაიზერის“ 1 მლნ დოზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია“ - ტიკარაძე