მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა როლი ექნებათ ოჯახის და სოფლის ექიმებს კორონავირუსის დროს - პრემიერის განმარტება

ექიმის ზოგადი ფოტო
1585578401
COVID-19

"პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ოჯახის და სოფლის ექიმები, 1-2 დღეში გახდებიან ვირუსისგან დაცვის ყველაზე წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანს ექნება COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომი, თუნდაც ცხელება, მან უნდა დარეკოს ოჯახის ან სოფლის ექიმთან. სწორედ აქედან დაიწყება რისკის შემცველი პოტენციური პაციენტის მართვა.

პრემიერის განმარტებით, ახალი კორონავირუსი ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში ძალიან მსუბუქად. მძიმე ფორმით ძირითადად ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში. შესაბამისად, როდესაც ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს, მას სახლის პირობებში უნდა გავუმკლავდეთ, ამაში კი, მოქალაქეებს ოჯახის და სოფლის ექიმები დაეხმარებიან.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, იმისთვის, რომ მოხუცების რისკი შევამციროთ, ასევე რთული ქრონიკულად დაავადებული ადამიანების, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი უფრო მძიმე პირობებში ვითარდება, მათთვის უნდა შევინარჩუნოთ რესურსების მაქსიმალური მოცულობა. ახალგაზრდები ამ ვირუს ალბათ გადავიტანთ დღეს თუ ხვალ, მაგრამ მარტივად გავუმკლავდებით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს, მარტივად უნდა გავუმკლავდეთ სახლის პირობებში, ამაში უნდა მოგვეხმაროს ჯანდაცვის სისტემა და ჯანდაცვის სისტემის სწორედ ეს რგოლი - ოჯახის და სოფლის ექიმები", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.