მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როცა ადამიანი ავადდება კოვიდით, 4 კვირის მერე შეიძლება კვლავ იყოს უამრავი სხვა სიმპტომატიკა“ - გიორგი ღოღობერიძე

ღოღობერიძე
1630267112
COVID-19

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სატელევიზიო ეთერში იმ პაციენტების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. მისი თქმით, კოვიდ მოხდილის ვაქცინაცია უნდა მოხდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს იმუნური სისტემის გავარჯიშება და შეხსენება ხდება, რომ ასე ხორციელდება ბრძოლა ვირუსთან.

გიორგი ღოღობერიძემ განმარტა, თუ როგორ ზიანდება ფილტვები COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევაში.

„ზოგადად ფილტვებს ახასიათებს, რომ დაზიანება შეიძლება თავდაპირველად არ იყოს, შემდეგ გაჩნდეს დაზიანებები, რომლებიც შეესაბამება 1 ქულას, მერე უკვე ორს და ეს მდგომარეობა მძიმდება, ადის უფრო მაღალ რიცხვებზე. რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, მით უფრო მძიმეა კლინიკური სურათი, იმიტომ რომ ფილტვები, ვიცით, ის ორგანოებია, რომლებიც აწვდიან ჟანგბადს მთელ სხეულს და როცა ფილტვები ასე მძიმე მდგომარეობაში ვარდება, იწვევს მთელ სხეულში ყველა სისტემის დარღვევას.

ფილტვების დაზიანების მაღალი მაჩვენებელი ზღვარს არ ნიშნავს, ესაა, რომ ფილტვები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად პაციენტი შეეწირება ამ დაზიანებას, ეს დამოკიდებულია ორგანიზმზე, გარდა ფილტვებისა, იქ იმუნური სისტემაც არის ჩართული, მთელი სხეული მონაწილეობს ინფექციასთან ბრძოლაში, შეიძლება ფილტვები არც დაზიანდეს, მძიმედ თუმცა სხეული ვერ გაუმკლავდეს.

რა არის პოსტკოვიდური ჩივილები? რეაბილიტაციის პროცესის სირთულეები?

როცა ადამიანი ავადდება კოვიდით, მნიშვნელობა არ აქვს კოვიდის როგორი ფორმა აქვს, მსუბუქი, საშუალო, თუ მძიმე, 4 კვირის მერე შეიძლება კვლავ იყოს უამრავი სხვა სიმპტომატიკა, მაგალითად, დაღლილობის განცდა მთელი დღის განმავლობაში, თავის ტკივილი, თითებში დაბუჟების, წვის შეგრძნება, შეიძლება რაღაც სიახლეებიც იყოს სმენის დაქვეითება, მომატებული ოფლიანობა, გულის არეში უსიამოვნების შეგრძნება და არითმიის მიდრეკილება, წნევის მატების ან შემცირების შემთხვევა, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ფილტვების ინფექცია. კოვიდი მულტი-სისტემური ინფექციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმში სადაც აღმოჩნდება, ყველგან მრავლდება.

ბოლო პერიოდში იმ ადამიანებს, ვისაც წინსწრებად რაიმე დაავადება ჰქონდათ და ვირუსი დაემართათ, ის ყველაფერი უმძიმდებათ, ამიტომაა რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა უფრო მძიმედ ვლინდება მათში, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კორონავირუსის დადასტურებიდან 30-ე დღეს უკვე შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება“ - სოფო ჯაფარიძე (ვიდეო)

✅„მეოთხე ტალღა გავიარეთ, მაგრამ თვით დამშვიდებას არ უნდა მივეცეთ“ - ამირან გამყრელიძე

✅„არსებობს „გონივრული შანსი“, რომ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინებმა 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისათვის ნებართვა მიიღონ“ - ენტონი ფაუჩი