რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ექიმების სტიმულირებისთვის 50 მილიარდი რუბლის გამოყოფის შესახებ ბრძანება გასცა.
აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მათივე ცნობით, პირველ რიგში ეს ეხება ექიმების იმ კატეგორიას, რომლებსაც კოვიდინფიცირებულ ავადმყოფებთან უწევთ კონტაქტი და ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.