მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
1629361548
COVID-19

„ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. სურათი გვაქვს, რომ საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიასთან საუბარში განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა საგანგაშოა.

გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად არის დატვირთულია. ამასთან, მისივე თქმით, მობილიზებულია 7700-მდე საწოლი.

„სამწუხაროდ გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა გვაქვს, რაც ბუნებრივია, საგანგაშოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის აუცილებლობას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა.

რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას, დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7700-მდე საწოლი, ბოლო კვირის განმავლობაში დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს.

ანალიზი გავაკეთეთ მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე, ინფიცირებულების და მათ შორის, აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არ იყო. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმგვარი სურათი, რომ საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. მოსალოდნელი მატება გარდაცვალების კუთხით შესაძლოა კიდევ იყოს, რადგან მომდევნო დღეებში მოგვიანებით ხდება სიკვდილიანობის მატება, დამძიმებული შემთხვევები არის რეანიმაციულ განყოფილებაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 4921 ინფიცირება, 4471 გამოჯანმრთელება, 58 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 1 948 თბილისი, 739 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

🔴 210 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა