მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგანგებო რეჟიმი სამეგრელოში კიდევ უფრო გამკაცრებულია

საკარანტინო რეჟიმი
1585546167
COVID-19

საქართველოში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში სამეგრელოში კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრებულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

მუნიციპალიტეტის შესასვლელებში დამატებითი ბლოკ-ბოსტებია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საპოლიციო ძალები საავტომობილო გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ.

ერთ ავტომობილში დასაშვებია მხოლოდ 3 ადამიანის ყოფნა - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ.

"ამასთან, მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები, რათა მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირება, შეკრებები და ა.შ. ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათის შემოღება. ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებისთვის გატარებული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს. ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში. ამასთანავე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გალში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი", - ამის შესახებ პრემიერის პრეს-პიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გუშინ ბირიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავრუსის გამო 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გამოცხადდა. ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია ამოქმედებული.