საქართველოს საკარანტინო ზონებში კიდევ 291 ადამიანი მოათავსეს. შესაბამისად, კარანტინში მყოფთა რიცხვი 4346-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ კი ამ დროისთვის 247 ადამიანი იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.