მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 881 პირი განიკურნა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1604127113
COVID-19

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ვირუსი კიდევ 2 881-მა ადამიანმა დაამარცხა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად ქვეყანაში საერთო ჯამში კოვიდინფიცირების 38 936 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 22 691 ადამიანი განიკურნა, 307 კი გარდაიცვალა.

🔊საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

🔴 COVID 19 პანდემიად 11 მარტს გამოცხადდა.