stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 91-მდე გაიზარდა. ამავე საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 26 თებერვლიდან დღემდე Covid-19-სგან 18 პირი განიკურნა.
საკარანტინე რეჟიმში 4717 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 268 ადამიანი რჩება.