საქართველოში კოვიდინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. 10 ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 973-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ინფიცირებულია 12 მლნ ადამიანი, ხოლო 7 მლნ-ზე მეტმა ინფექცია დაამარცხა.
კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19 210 ქვეყანაში გავრცელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.