ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 79 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ასევე, კარანტინის რეჟიმში 4346 პირი იმყოფება, სტაციონარში კი, 247.
ქვეყანაში კორონავირუსისგან უკვე 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა.