მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან უფრო მეტი ქალია ვიდრე კაცი

პალატაში პაციენტი
1590675668
COVID-19

საქართველოში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 58% ქალი, ხოლო 42% მამაკაცია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ კონფერენციაზე გაანცხადა.

რაც შეეხება 15 წლის ასაკის ჩათვლით მოზარდებში ინფიცირების შემთხვევებს, მათი წილი 8,4%-ს შეადგენს, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირების ოდენობა 10,2%-ია. მინიმალური ასაკი კოვიდინფიცირებლ პაციენტებს შორის 2 წელია.

საქარTველოში კოვიდინფიცირების 738 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 12, ხოლო გამოჯანმრთელებულია 573 პაციენტი.