მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შერეული ვაქცინის შემთხვევაში იმუნური სისტემის უპირატესობა მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა“ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1624534821
COVID-19

„იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ორი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში და ოდნავ უფრო უკეთესი, ვიდრე ორი „ფაიზერის“ შემთხვევაში“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ერთი ადამიანის აცრისთვის სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება, მსოფლიო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით არც პრობლემა არსებობს.

„ყოველთვის არის მოწოდება, რომ მაინც ჯობს ერთი და იგივე ვაქცინა გამოვიყენოთ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული კვლევა ჩაატარეს გერმანიაში, ბრიტანეთსა და ესპანეთში, რომელმაც ასეთი რამ აჩვენა: პაციენტები რამდენიმე ნაწილად დაყვეს, ერთი, რომლებსაც ჰქონდათ ორჯერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადმინისტრირებული, მეორე, რომლებსაც 2-ჯერ ჰქონდათ „ფაიზერი“ გამოყენებული და მესამე, შერეული ვაქცინა.

იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთხვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ გვერდითი მოვლენები შერეული ვაქცინების შემთხვევაში პროცენტულად უფრო მეტ ადამიანს დაუფიქსირდა, ვიდრე ერთი და იმავე ვაქცინის ორი დოზით აცრილ პირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „არაფერი გამქრალა და არაფერი აღმოჩენილა, მოხდა მოწოდების შეფერხება, რამაც გამოიწვია პრობლემა“ - გამყრელიძე ვაქცინის დეფიციტზე

⭕ „ასტრაზენეკა“ ინდოეთში გამოვლენილი კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია

„ვაქცინები ჯადოქრობა არ არის, ამ პანდემიიდან გასასვლელი გზა კიდევ რჩება“- The Guardian