მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში“ - ზაზა წერეთელი (ფოტოები)

ზაზა წერეთელი
1628539529
COVID-19

„როგორც გრაფიკებიდან ჩანს, კოვიდ სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში, ხოლო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის შემთხვევათა რაოდენობაში მეოთხე, ქვეყნებს შორის კი მესამე ადგილზეა“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე წერს.

„მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების 2 საინტერესო გრაფიკი, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს გამოქვეყნდა.

პირველზე მინიშნებულია ის 50 ქვეყანა და აშშ შტატი, რომელსაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 100 000 მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით (ბოლო 7 დღის განმავლობაში) და მეორეზე კი მილიონ ადამიანზე გარდაცვლილთა რაოდენობა (ბოლო 7 დღის განმავლობაში)

როგორც გრაფიკებიდან ჩანს, სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზე თავის რეგიონში, ხოლო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის შემთხვევათა რაოდენობაში მეოთხე, ქვეყნებს შორის კი მესამე ადგილზეა
ასე რომ...

კიდევ ერთი სამწუხარო ლიდერობა რეგიონში. ბოლო ორ კვირაში 100 000 ადამიანზე კოვიდ შემთხვევების რაოდენობა. როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველო ძალიან წინ არის გაჭრილი ამ რბოლაში და „სამწუხაროდ საპატიო“ პირველ ადგილზეა ჯანმოს ევროპულ რეგიონში“, - წერს ზაზა წერეთელი.