მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: უახლოეს დღეებში 5 000-მდე გათავისუფლებული ადგილი პორტალს ისევ დაემატება

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1627211192
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 24 ივლისს „ფაიზერის“ ვაქცინაზე ქვეყნის მასშტაბით 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, თუმცა მათგან 4 750-ს ჯავშანი არ დაუდასტურდა.

„გუშინ, დღის ბოლომდე, 147 ათასამდე პირი დარეგისტრირდა. აქედან, ჯავშანი 142 195-ს დაუდასტურდა. 4 750 პირს ჯავშანი იქიდან გამომდინარე არ დაუდასტურდა, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია, ასევე, იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერჯერობით, აცრის გაკეთება არ უწევდათ, თუმცა, მათ მაინც შეიყვანეს საკუთარი მონაცემები პორტალზე.

დონაციით მიღებული ნახევარი მილიონი დოზიდან, ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგი 240-250 ათასი მოქალაქის ასაცრელად. ეს ნიშნავს, რომ უკვე გამოტანილი დოზების გარდა, დასაჯავშნი დარჩა, დაახლოებით, 90 ათასი დოზა. ეს - ამ მიღებული დონაციიდან, თუმცა, მოკლე ხანში, ვაგრძელებთ დოზების მიღებას „ფაიზერთან“ პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში. ასე რომ, ეს დოზებიც შემოვა ქვეყანაში და ამის პრობლემა არ იქნება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 5 000-მდე გათავისუფლებული ადგილი პორტალს ისევ დაემატება.

„უახლოეს დღეებში ადგილები დაემატება, კლინიკები არიან მზად, რომ 8-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან რეჟიმზე. ასევე, ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ის დოზები, რაც დღეს გვაქვს, მაქსიმალურად მოკლე დროში იყოს ათვისებული. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, უახლოეს პერიოდში შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირდნენ. ასევე, სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება 1522-ის საშუალებით“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა.

ვაქცინაზე რეგისტრაცია გუშინ, 24 ივლისს, 12 საათზე დაიწყო. მოქალაქეები პირველ დოზაზე რეგისტრირდებიან.

საქართველოში 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია დასაშვები გახდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

👉 „ფაიზერით“ აცრა 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი

👉 „ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება“