მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვიც სამინისტროს COVID-19-ით ინფიცირებული თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამყბილებლია

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585470705
COVID-19

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დავით ბარლიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებლია.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს ექვისი თანამშრომლიდან ორს პნევმონია აქვს ოთხთან კი ინფექცია სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

"გორის ჰოსპიტალში მოთავსებუულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც დაუდგინდათ კორონავირუსი. მათგან ორს აღენიშნება პნევმონი ხოლო ოტხთან ინფექცია სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გრძელდება გამოკვლევები და ზოგადი ინფორმაცია დღის ბოლოსთვის გვეცოდინება.

ამასთან თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთოლბლივი თანამშრომლოობით გამოვიკვლიეთ ინფიცირებულთა კონტაქტები და ამ ეტაპზე მათზე დაკვირვება მიმდინარეობს", - განაცხადა ბარლიანმა.

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, 28 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდათ.