მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული პასუხებიდან 21 პაციენტს COVID-19 არ დაუდგინდა

ექიმთან კონსულტაცია
1585815622
COVID-19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 21 პაციენტის პასუხებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა.

აღნიშნულის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა კახა ბეროზაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების უმტესობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ველოდებოდით 21 ადამიანის პასუხს, მათი სინჯები იყო ლაბორატორიაში გაგზავნილი, საბედნიეროდ ყველა პასუხი არის უარყოფითი. ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა. პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა არის სტაბილური, 46 პაციენტიდან 6 მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაა, სიმძიმე ვირუსისგან არ არის გამოწვეული, ახლავს ქრონიკული დაავადებები", - განაცხადა ბეროზაშვილმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით 130 ადამიანია ინფიცირებული, 26 გამოჯანმრთლდა.