მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კორონავირუსის 913 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

უცხოური მედია - ევროპაში არ არსებობს ისეთი ღვინოები და ყურძნის სახეობები, რომლებსაც საქართველოში შეხვდებით
1603696845
COVID-19

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია:

✔️თბილისი 913

✔️აჭარა 296

✔️ქვემო ქართლი 89

✔️იმერეთი 337

✔️შიდა ქართლი 54

✔️გურია 32

✔️სამეგრელო-ზემო სვანეთი 90

✔️კახეთი 13

✔️მცხეთა 30

✔️სამცხე-ჯავახეთი 11

✔️რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 7

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ აგრეთვე კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 692. 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 969, აჭარაში - 657; დღეის მდგომარეობით, მძიმე პაციენტი გვყავს 401, მათ შორის, თბილისში - 159, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი - მათ შორის, თბილისში - 71, აჭარაში - 23. 2 249 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 216 - აჭარაში, ხოლო 775 - თბილისში; 12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 769 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 748, აჭარაში-1 937.

სულ, 6-25 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 8 503 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 736 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 608 პირი, აჭარაში - 10 910, იმერეთში - 4 105“ , - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 30 303, აქედან 11 370 პაციენტი განიკურნა, 215 კი გარდაიცვალა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ👇

👉 საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა

👉 საქართველოში კორონავირუსისგან 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა