მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ბევრს არაფერს ვითხოვთ საზოგადოებისგან, მინიმალური რეგულაციები დაიცვან

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1602951849
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მკაცრი რეგულაციების ამოქმედებაზე მჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ამ წუთისთვის დღის წესრიგში არ დგას.

ცერცვაძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ მინიმალურ შეზღუდვებზეც უარი თქვა.

„მსჯელობა არის, მაგრამ არ ფიქრობენ. ჯერჯერობით ხაზი არის ასეთი, რომ ამ სიტუაციაში მართვის ამ დონეზე ჩაკეტვაზე არ ფიქრობენ. საზოგადოების ქცევას ველოდებით. საზოგადოებისგან ბევრს არაფერს ველოდებით დაიცვან ის მინიმალური რეგულაციები, რომელიც დღეს არის გაჟღერებული. ჩვენ ამას მეტნაკლებად კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაზაფხულზე და შედეგიც გვქონდა. შემდეგ თვითდამშვიდებას მივეცით. ჩვენ ამ მინიმალურ შეზღუდვებზეც უარი ვთქვით“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა. გარდაცვალების 2 შემთხვევა დედაქალაში, 2 კი ბათუმში დაფიქსირდა.