მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე ეპიდვითარებაზე: ცალსახად პრეკრიზისულ ფაზაში ვართ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1586028387
COVID-19

"ჯერჯერობით ცალსახად პრეკრიზისულ სიტუაციაში ვართ, არავითარ კრიზისზე საუბარი არ შეიძლება უბრალო მიზეზის გამო", -ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, საქართველოს საერთო მაჩვენებლის ფონის გათვალისწინებით, კრიზისზე საუბარი ნაადრევია.

"ავიღოთ საერთო მაჩვენებელი საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა, ეს კრიზისგან ძალიან შორს არის. ევროპის წამყვანი ქვეყნების სტატისტიკისგან საბედნიეროდ ძალიან შორს არის. ის, რომ გარდაცვალების გრაფაში გაჩნდა სამწუხაროდ პირველი შემთხვევა და სულ ვიმეორებდით, რომ ამ გრაფაში ნოლს ვერ შევინარჩუნებდით უსასრულოდ, მაგრამ ძალიან დამამშვიდებელი ციფრი 1 ფიგურირებს. ის, რომ ჩვენთან მოიმატა ახალი შემთხვევების რიცხვმა, მას შემდეგ რაც მარნეულში ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევა, ეს ჯერჯერობით არ აღემატება ორ ათეულს. არცერთ დღეს ჩვენთან ორ ათეულზე მეტი შემთხვევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 162 შემთხვევაა გამოვლენილი.