მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

უკრაინის ქალაქი
1594499490
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კოვიდინფიცირების 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 53 ათასს უახლოვდება, მათ შორის 25 661 გამოჯანმრთელებულია, 1 372 კი, გარდაცვლილი.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. COVID-19-მა მოიცვა 213 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას-ბრაზილია, ხოლო მესამეს ინდოეთი იკავებს.