მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კორონავირუსით 550-მდე ადამიანია ინფიცირებული

რესტორნების დახურა
1585652461
COVID-19

უკრაინაში ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 69 შემთხვევა გამოვლინდა.

აღნიშნულს გამოცემა Unian ავრცელებს.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით, 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 550-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. მან ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა არ არის მოდუნების დრო, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა ნელნელა იხურება. კორონავირუსი ჩინეთში, უხანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. რაც შეეხება ევროპას, ვირუსის გავრცელების კუთხით, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კვლავ მზარდი მაჩვენებელია.