მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე ჯერ მსჯელობა არ მიმდინარეობს“ - ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1629705960
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზების დამატებაზე ჯერ მსჯელობა არ მიმდინარეობს.

ტიკარაძის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ჯგუფებს ბუსტერ დოზების გაკეთება მოუწიოს.

მინისტრის თქმით, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ კვირაში მსჯელობა გაიმართება.

„ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის საბჭოს ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ აქვს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაველოდებით და შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

მსოფლიოს მასშტაბით მიღებულია გადაწყვეტილება გარკვეულ ჯგუფზე, რომ ეს პროტოკოლში გაიწეროს, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლში შევიტანოთ ეს ცვლილება. რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას ამასთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა არ მიმდინარეობს“, - აცხადებს ტიკარაძე.

ინფორმაციისთვის, 23 აგვისტოს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 60 ადამიანი ემსხვერპლა, 2354-ს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ხოლო 5200 გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები არ გვაქვს“ - ტიკარაძე

🔴 საველე ჰოსპიტალში 88 კოვიდპაციენტია მოთავსებული

🔴 „დივერსანტებმა სრულიად ჩაშალეს ვაქცინაციის პროცესი“ - ზურაბ გურული