მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ ვიტყვით, რომ კორონავირუსის ვირულენტობა შემცირდა ან გაიზარდა“ - ინფექციონისტი

ინფექციონისტი ლია გოლიაძე
1606912885
COVID-19

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ-ინფექციონისტის ლია გოლიაძის თქმით, ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ კორონავირუსის ვირულენტობა ან შემცირდა ან გაიზარდა, ამის თქმა ჯერ შეუძლებელია.

ინფექციონისტის თქმით, ამ ეტაპზე გაცილებით მეტი მძიმე პაციენტია, ვიდრე განვლილ თვეებში.

„რა თქმა უნდა ეს გამოწვეულია იმით, რომ საერთო მასიდან იქნება ბევრი დამძიმებული პაციენტი. როგორიც იცით 5-დან 15%-მდე არის მძიმე პაციენტების რიცხვი. ვირულენტობა შემცირდა ამასაც ვერ ვიტყვით, რადგან წინა თვეებში კლინიკაში ვათავსებდით ყველა პაციენტს. ასეთი იყო გადაწყვეტილება. ასე რომ ვერ ვიტყვით, რომ კორონავირუსის ვირულენტობა შემცირდა“, - აცხადებს ინფექციონისტი.

რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს, ინფექციონისტი ამბობს, რომ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე ადგილები არ არის.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პაციენტებს არ ვიღებთ. როგორც კი გავუშვით პაციენტები კოვიდ-სასტუმროებში, ორი პაციენტი სასწრაფოს მიერ იქნა მოყვანილი და მივიღეთ. ჩვენ ვართ ჰიბრიდული კლინიკა, გარდა კოვიდპაციენტებისა და მკურნალობას აგრძელებენ სხვა დაავადებების მქონე პაციენტები. ეს პაციენტები შემოდიან მიმღებ განყოფილებაში, სადაც ხდება მათი ტესტირება“, - აღნიშნა ინფექციონისტმა სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე, 2 დეკემბრამდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 143 376-ს შეადგენს.