მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები შეიყვანეს

კლინიკის შენობა
1586080849
COVID-19

ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდუდის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ადამიანია გადაყვანილი.

სამივე მათგანი ინფიცირებული სპორტსმენის უშუალო კონტაქტია. ისინი კარანტინში იყვნენ მოთავსებულები და კლინიკაში ცხელებითა და ხველით შეიყვანეს. სამივე მამაკაცია და მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში 170 პირია კორონავირუსით ინფიცირებული.