მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ 7 პირს დაუდასტურდა

ინფექცია 2020
1601539080
COVID-19

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 776 ნიმუშიდან კორონავირუსი 7 შემთხვევაში დადასტურდა.

მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან სამი ხობში ადრე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევის კონტაქტია, ორი ფოთში მომუშავე პირის კონტაქტი, რომელიც ხობში ცხოვრობს, ორი კი წალენჯიხის სოფელ ლიაში მცხოვრები ადრე გამოვლენილი ინფიცირებულის კონტაქტი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ეპიდკვლევა.

რეგიონის მასშტაბით ამჟამად 113 ინფიცირებულია, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რუხისა და ფოთის კოვიდმიმღებ კლინიკებში 100-ზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს.