მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2021-2024 წლებში ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

ოცნების თემატური პროგრამის პრეზენტაცია

„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა, სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე თელავში განაცხადა.

მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის ახალი კომპონენტის სახით განახორციელებს.

„ერთწლოვანი კულტურები აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მარცვლოვანი, ისე ბოსტნეული კულტურების განვითარება და ამისთვისაც ჩვენ გვექნება სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რათა ამ მიმართულებით იაფი ფულადი რესურსებით სწრაფად შევძლოთ განვითარება. უზრუნველვყოთ სურსათით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და შევქმნათ იმპორტჩანაცვლების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ფინანსებთან ერთად, ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება ხარისხიანი სარგავი-სათესი მასალის წარმოების, სერტიფიცირებისა და ბაზარზე ხელმისაწვდომობის კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.