მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3.2788 - ლარი მკვეთრად მყარდება

ლარი გამყარდა

თითქმის სამკვირიანი უწყვეტი გაუფასურების შემდეგ, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 27 მარტს დილით ლარი მკვეთრად გამყარდა და თბილისის დროით 10:30-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2788 შეადგინა, რაც ოფიციალურ კურსზე 20.56 თეთრით ნაკლებია.

ლარმა სწრაფი გაუფასურება 10 მარტიდან დაიწყო და დოლარის ღირებულება 2.80-დან 3.48-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდი 8-ჯერ მოხსნა. კურსი კიდევ უფრო მაღალი იყო სავაჭრო ჯიხურებსა და Bloomberg-ის პლატფორმაზე, სადაც დოლარის ფასმა რამდენჯერმე 3.50-იან ნიშნულსაც გადააჭარბა.

ლარის გამყარების მიზნით ეროვნულმა ბანკმა სამჯერადი ინტერვენციის შედეგად სავალუტო აუქციონზე $100 მლნ გაყიდა, რასაც უშუალოდ ინტერვენციის მომენტში შედეგი არ მოუტანია.