მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

6 თვეში ექსპორტი $277 მლნ-ით და იმპორტი $705 მლნ-ით შემცირდა

ექსპორტი, იმპორტი, ზრდა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.3%-ით $5.073 მლრდ-მდე შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

პირველ 6 თვეში ექსპორტი 15.6%-ით $1.504 მლრდ-მდე შემცირდა, ხოლო იმპორტი 16.5%-ით $3.569 მლრდ-მდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა სავაჭრო ბრუნვის 40.7% - $2.065 მლრდ შეადგინა.

იანვარ-ივნისში ექსპორტი ჯამში $277 მლნ-ით, ხოლო იმპორტი $705 მლნ-ით შემცირდა.

უშუალოდ ივნისში ექსპორტი 13%-ით $307 მლნ-დან $267 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო იმპორტი 17.2%-ით $696 მლნ-დან $576 მლნ-მდე.

საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 20 ივლისს გამოაქვეყნებს.