ეკონომიკა

აგროდაზღვევის პროგრამით უკვე 5000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

აგროდაზღვევა სამწლიანი ხდება
17:12 22.05
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას დამატებითი განმარტებები მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი.

„დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. ჩვენი სამინისტროს რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა უკვე გასცეს 2 700 000 ლიტრზე მეტი საწვავის ტალონი. დღეისათვის, საწვავის საბაზრო ფასი 1.90 -2.06 ლარის ფარგლებშია. აგროდიზელის პროგრამის საშუალებით, ფერმერები საბაზრო ფასთან შედარებით, დაახლოებით, 1 ლარამდე შეღავათს იღებენ „სოკარის“ საბითუმო ბაზებსა და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შესყიდვისას. აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში, საწვავის ავტოგასამართ სადგურებზე შეძენისას, 1 ლიტრის ფასი 1.16 ლარია, ხოლო საბითუმო ბაზებიდან შესყიდვის შემთხვევაში, რაც 1 500 ლიტრზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, საწვავის ფასი - 1.07 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, აგროდიზელის პროგრამა მომავალ წლებშიც განხორციელდება.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა

დავით ფურცხვანიძეს ბრალი წაუყენეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებულ დავით ფურცხ...
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და პანდემიით გამო...
29 წუთის წინ
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდი...
38 წუთის წინ
თელავში 29 წლის კაცი საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენე...
43 წუთის წინ
დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარ...
15:23
სამუშაო იარაღები დევნილებს სახელობო იარაღები გადაეცათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმ...
ახალი სპეცტექნიკა სახანძრო-სამაშველო ძალ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი, ევრო...
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფიტოსანიტარიული...
22-24 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“,...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერე...