ეკონომიკა

გვენეტაძე: ჯანსაღი ფინანსური სექტორი ეკონომიკას სწრაფ აღდგენაში დაეხმარება

სებ-ის პრეზიდენტი
18:45 04.06
დაკოპირებულია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 4 ივნისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2019 წლის ანგარიშით წარსდგა.

„პანდემიის პირობებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია 1.6 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერის გამოთავისუფლება, რომელიც წინა წლებში გროვდებოდა. ეს რესურსი ბანკებს საშუალებას მისცემს პოტენციული ზარალები გაანეიტრალონ და ეკონომიკის დაკრედიტება არ შეაფერხონ. ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით კვლავ კომფორტული ზომის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სრულად გამოთავისუფლდეს.

დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. ასეთი თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა. თუ 2008 წელს პრობლემები ფინანსური სექტორიდან წამოვიდა, დღეს, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება, ვინაიდან ჯანსაღი ფინანსური სექტორი არის ის ლოკომოტივი, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება.“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სალომე ზურაბიშვილი ჯვრით

სალომე ზურაბიშვილი: რელიგიურ ტურიზმს უნდ...

„რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე...
2020 წლის 30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგ...
13:26
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირ...
13:25
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ვებინარს თემაზე: „ინკლუზია და...
13:21
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუ...
13:09
კულტურის ცენტრი მარნეულში მარნეულის კულტურის ცენტრი ონლაინ პროექტ „პორტ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის...
თბილისის მერი კულტურის სფეროს დაფინანსებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება....
პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაც...
იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა....
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის სადამკვ...
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საუკუპაციო ძალე...