ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.9%-ით 110.4 ათას ტონამდე გაიზარდა. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.
იანვარ-ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 4.6%-ით გაიზარდა და 608 ათასი ტონა შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 213 ათასი ტონა რუსეთიდან განხირციელდა, 114 ათასი ტონით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, სამეულს 110 ათასი ტონით რუმინეთი ავრცელებს.
მოცულობისგან განსხვავებით, ფასების ვარდნის გამო დოლარებში გამოხატული იმპორტი 6 თვეში მნიშვნელოვნად $110 მლნ-ით $231 მლნ-მდე შემცირდა. საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი 67%-იანი ვარდნა აპრილში დაფიქსირდა. 60%-ით შემცირდა იმპორტი მაისში, ივნისში კი კლებამ 44% შეადგინა.