ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პური არ გაძვირდება

პურის ფასი
19:33 07.04
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პურის ფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის განმარტებით პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების დაზღვევის გამო პურის გაძვირების რაიმე წინაპირობა არ არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ხორბლის ფასის მცირე ზრდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა. ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისათვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, ვიდრე ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა.“ აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით სამთავრობო გუნდის წევრებს პურის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრა. მინისტრის განმარტებით მან ბიზნესის მხრიდან სოლიდარობა დაინახა, რაც პირდაპირ ფულად დახმარებასა და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაში გამოიხატება, რის გამოც მინისტრმა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულების მიმართ პრინციპული დარჩება.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ პროცესს ვადევნებთ თვალ-ყურს. გვაქვს სრული მონიტორინგი და კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, M...
36 წუთის წინ
კახეთის რეგიონში წელს ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენ...
50 წუთის წინ
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად ხორციელდება....
15:00
"ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე და განახლება ემსახუ...
14:39
კომუნიკაციების კომისიის ლოგო მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა ჟურნა...
2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გაავრცელა სასწავლო მას...
კაპანაძე: "ევროპული საქართველო" საკონსტი...
"ევროპული საქართველო" დაინტერესებულია, რომ 120/30-ზე საკონსტიტუციო ცვლილბები მიღ...
ეკატერინე ტიკარაძემ Covid-19-ის პოსტკრიზ...
ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს...
კილაძე: ვკითხოთ ადამიანებს, თუ დაარქმევე...
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ "ნაციონალური მოძრა...