მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთაში მტკვირსა და არაგვის ხიდებზე მოძრაობა შეიზღუდება – სარემონტო სამუშაოების გამო

მცხეთა ხიდი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ-ზე მდინარე მტკვარზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, სავალი ნაწილის მოფრეზვის და მოასფალტების სამუშაოების ჩატარების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ ზოლზე შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.