ეკონომიკა

ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორების იდეებს გაეცნო

ახალი გამოგონების გაცნობა
00:24 07.04
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს. 

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ჩატარებული კორონათონის ფარგლებში მონაწილეებმა საკმაოდ ბევრი კრეატიული იდეა და პროექტი წარმოადგინეს. 

„მათ შორის „ედისონ ტექმა“ შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო იდეა პორტატული სასუნთქი აპარატის გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით. პოტენციურად, აპარატის ასეთი პორტატული გაუმჯობესებული ვერსია შესაძლოა იყოს ძალიან საინტერესო გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ, დახვეწონ პირველი პროტოტიპი, რათა დადებითი დასკვნები მიიღონ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, მედიკოსებისგან და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ეს დანადგარი იქნება საინტერესო, მოთხოვნადი და ასეთ შემთხვევაში წარმოებაშიც დავეხმარებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იდეა ეკუთვნის ჯგუფს, რომელმაც ელექტრონული პირბადის ვერსია წარმოადგინა, რომელიც ულტრაიისფერის სხივების გამოყენებით ახდენს ადამიანის ვირუსებისგან დაცვას და სხვა დამატებითი ფუნქციებიც გააჩნია. 

„ძალიან საინტერესო გამოგონებაა, თუმცა აქაც საჭიროა მისი დახვეწა და შესაბამისი დასკვნები, რომ დადასტურდეს შესაძლებელია თუ არა მისი სერიულად ჩაშვება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში მხარში უდგას ინოვაციურ გამოგონებებს. 

„უნდა ითქვას, რომ კორონავირუსმა, რომელმაც უდიდესი გამოწვევები შექმნა მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე, ასევე გარკვეული შესაძლებლობების სტიმულირება მოახდინა მათ შორის ნიჭიერი ახალგაზრდა ინოვატორების მხრიდან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პატრულის მანქანა ინფექციურთან

"შტატები ამაყად დგას თქვენს გვერდით" - ა...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პოლიციის დღეს ულოცავს. აშშ-ის ს...
1 წუთის წინ
"ეს განცხადებები, რბილი ძალის გამოყენება და პროვოკაციები არის საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი. რუსეთს მა...
23:16 30.05
ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულებ...
22:39 30.05
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ტირიფები ამოძირკვეს. ათობით ხის მოთხრის მიზეზად, თვითმმართველობაში მცე...
21:54 30.05
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი წყლის გუბეში დაიხრჩო. როგორც PIA.GE-ს შინა...
21:42 30.05
სამეგრელო, რუხი ზუგდიდში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გა...
ზუგდიდში, რუხის კლინიკაში მოთავსებული 11 ინფიცირებული პაციენტიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელდა. ორივე მა...
21:21 30.05
17:23 30.05
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდინფექცია კიდევ...
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი კიდევ 1 ადამიანს დაუდგინდა. აღნიშნულის შესახე...
16:54 30.05
გამყრელიძე: საქართველოში "პლაქვენილის" გ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ს...
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა,...