მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობის ფასი აზიის ვაჭრობებზე პლუსში მიდის

ნავთობი, კორონავირუსი

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი, გუშინდელი ვარდნის შემდეგ, მსოფლიო ბირჟებზე პარასკევს, 27 მარტს, პლუსში წავიდა. ხუთშაბათის სოლიდურ ვარდნას ანალიტიკოსები აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რომელმაც სტრატეგიული მარაგებისთვის ნავთობის შეძენაზე უარი განაცხადა.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე პარასკევს დილით 0,8%–ით არის გაზრდილი $26,55–მდე ბარელზე.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, რომელმაც ხუთშაბათის ვაჭრობაზე 7,7% დაკარგა, 1,95%–ით არის გაზრდილი და ბარელი $23,04 ნიშნულზე ივაჭრება.