მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთის წყალარინების ქსელის მშენებელ კონტრაქტორს გაფრთხილება კიდევ ერთხელ მიეცა

ფოთში შეხვედრა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში ირაკლი ნაფეტვარიძემ შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფოთში წყალარინების ქსელის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და კონტრაქტორ კომპანიას გაფრთხილება კიდევ ერთხელ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცლებს.

ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში სამუშოები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. მშენებელი კონტრაქტორი ახალი ქსელის მოწყობას რეკვავას, აკაკის, ჭავჭავაძის, წმინდა გიორგისა და თავდადებულის ქუჩებზე უზრუნველყოფს.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნულ ქუჩებზე კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციას დეტალურად გაეცნო და კონტრაქტორისგან მიიღო პირობა, რომ მიმდინარე სამუშაოებს ივლისის ბოლოს დაასრულებს. პროექტი $35 მლნ-ის ღირებულების, 145 კმ კანალიზაციის ქსელისა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მოწყობას ითვალსწინებდა. კონტრაქტორს რამდენჯერმე მიეცა მითითება შეფერხებული სამუშაოებისთვის და იქნა გაფრთხილებული, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს და სანქციებს მიმართავდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.