მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხულოში ავეჯის საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხულოში ავეჯის საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ჩართულობით შპს ტექნოჯორჯიამ ხულოში ავეჯის საწარმო გახსნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა განუცხადა.

კომპანია გარდა სტანდარტული ავეჯის წარმოებისა, მომხმარებელს პრემიუმ სეგმენტის სუფთა და მახალხარისხიანი ხის ავეჯსაც სთავაზობს. შპს ტექნოჯორჯია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს 2 საწარმოს. ერთი მათგანი ბათუმშია, მეორე კი ხულოში. კომპანიას დასაქმებული ყავს 35 ადამიანი. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 135 000 ევროა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური თანამონაწილეობით ხულოში შპს ტექნოჯორჯიას კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. მოგვაჩნია რომ რეგიონში ბიზნესების წახალისება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.