მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია $1 მლრდ-ით გაუარესდა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია $1 მლრდ-ით გაუარესდა და 2019 წლის 31 დეკემბრისთვის -$23.8 მლრდ (-68.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.7 მლრდ აშშ დოლარია (30.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 331.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34.5 მლრდ აშშ დოლარი (99.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.4 მლრდ აშშ დოლარით მეტია.