სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახებ განცხადება პერმიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაილმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გააკეთა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, გარდა იმისა რომ 4%-იანი სუბსიდირებით ლარში აღებული იპოთეკურის სესხის საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე - 7%-მდე მცირდება, მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის ფონზე, რისკების დაზღვევის მიზნით, არ გაიზარდოს წინასწარი შენატანის მოცულობა, სწორედ ამიტომ წლის ბოლომდე აღბულ სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა მინიმუმ 10% იქნება სახელმწიფო 20%-იან გარანტიას გასცემს.