მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 15 334 აბონენტი გათავისუფლდა

სამელიორაციო  მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან   15 334 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა  2 087 082 ლარი შეადგინა

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

დღეის მონაცემებით სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა 15 334-მა აბონენტმა. ბენეფიციართა დანაზოგმა კი2 087 082 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.