მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავალუტო ფონდი: საქართველოს მთავრობის ქმედებები ეკონომიკურ შოკებს შეარბილებს

სსფ, კორონავირუსი, დაფინანსება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიზეზით წარმოშობილ ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის მისიის ხელმძღვანლის თქმით მთავრობის ქმედებები შოკებს შეარბილებს.

"ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს არსებული შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე. სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკისა და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში მერსედეს ვერა მარტინმა.