მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შატილისკენ მიმავალი გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა

შატილისჯენ გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა

კომპანია, რომელიც შატილისკენ მიმავალ გზას აშენებს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის შემადგენელ ერთ-ერთ მონაკვეთზე, კომპანიის ტექნიკა სარეაბილიტაციო ობიექტამდე დაცული ტერიტორიების გავლით მივიდა.

ფაქტის გამოვლენისთანავე, მშენებელი კომპანია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად დაჯარიმდა. სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწევს და რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.

რეაბილიტაციის შემდეგ შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო გახდება. არსებული გრუნტის გზა ვიწროა და მასზე მეწყრული პროცესები ხშირად ვითარდება. პროექტის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდება.