მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოციალურად დაუცველი ოჯახები 100-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ

ფულადი დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

სოციალურად დაუცველი ოჯახები მთავრობის მიერ დაწესებულ დახმარებას კიდევ 6 თვის განმავლობაში მიიღებენ.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორიები, რომლებიც დახმარებას მიიღებენ, ზუსტად განსაზღვრულია.

„გვყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულთა ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირთა შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამ პროგრამას ვაახლებთ და 65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულის ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც ეს იყო პირველი ტალღის დროს.

მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა. გარდა ამისა, დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას. გარდა ამისა, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სესხების გადავადება იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება და თითოეულ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომელსაც ასეთი დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო დაეხმარება.

აღნიშნულ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახები პირველი იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ.

👉ინფორმაციისთვის, ასევე გაგრძელდება იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებმაც პანდემიის დროს ოფიციალური სამსახური დაკარგეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 200-ლარიანი დახმარების პროგრამა კვლავ ამოქმედდება

👉 ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - სია

👉 3-15 იანვრის პერიოდში უქმე დღეები წესდება