მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: ეკონომიკის ვარდნა მოსალოდნელი იყო

ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აპრილში ეკონომიკის 16%-იან ვარდნასთან დაკავშირებით საქსტატის მონაცემებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ეკონომიკური საქმიანობა გაჩერებული იყო. როგორც თურნავამ აღნიშნა ეკონომიკის შეჩერება მოხდა იმისთვის, რომ მოსახლეობა დაეცვათ.

"ამაზე ვისაუბროთ გულისტკივილით, ეს არის შედეგი პანდემიის, ეს არის შედეგი იმისა, რომ ეკონომიკა, ჩვენ გავაჩერეთ, რომ არ ყოფილიყო გავრცელება და მეორეც, გლობალური კრიზისია და კრიზისია საქართველოშიც. მაისი იქნება მძიმე, ივნისიც იქნება მძიმე, წელიწადი არ იქნება სახარბიელო. იმიტომ, რომ მოსალოდნელი 5%-იანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ საშუალოდ 5%-იან ვარდნას, მაგრამ 2021 წელზე უნდა გავაკეთოთ გათვლა და 2021 იქმება აღმატების წელი", - აღნიშნა თურნავამ.