მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვეფხვია გულედანი: ეტაპობრივად უნდა მოხდეს იმპორტირებული საქონლის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლება

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი

„იმედის მომცემია პრემიერისა და, ზოგადად, მთავრობის დამოკიდებულება ეკონომიკური საკითხისადმი, რაც პირველ რიგში ადილობრივი წარმოების გაძლიერებას გულისხმობს“, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი აცხადებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქართულმა საწარმოებმა რეალურად შეაფასონ არსებული პროცესი და სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეძლებისდაგვარად გააფართოონ წარმოების მოცულობა.

„მსოფლიოში განვითარებული პროცესები ქვეყნის ჯანდაცვისა და ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამ ფონზე საქართველოს ეკონომიკას, რომელიც დამოკიდებულია გლობალურ ბაზარზე, ახალ რეალობასთან უწევს ადაპტირება. იმედის მომცემია პრემიერისა და, ზოგადად, მთავრობის დამოკიდებულება ეკონომიკური საკითხისადმი, რაც პირველ რიგში ადილობრივი წარმოების გაძლიერებას გულისხმობს. კერძოდ, ეტაპობრივად უნდა მოხდეს იმპორტირებული საქონლის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლება, არსებული ვითარება დაჩქარებულ ტემპებით, მთელი ქვეყნისთვის აჩენს ერთგვარი შანსს, რომ სწრაფად მივიდეთ სასურველ კონდიციამდე.

ასევე, საკითხს ამარტივებს ის ფაქტი, რომ მომწოდებელი ქვეყნები და მწარმოებელი კომპანიები ვერ გამოთქვამენ პრეტენზიებს მათი პროდუქტის ადგილობრივი წარმოების ჩანაცვლების პროცესში და ვერც მკაფიო კონკურენციას გაუწევენ, ვინაიდან რეალურად შემცირდა სხვადასხვა საქონლის შემოტანა. შესაბამისად, თუ ქვეყანა ეტაპობრივად საკუთარი პროდუქციის წარმოებაზე გადავა, მართებულია სამომავლოდ კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაზე შეიძლება ითქვას „ზოგი ჭირი მარგებელია“. ასევე, მნიშვნელოვანია, ქართულმა საწარმოებმა რეალურად შეაფასონ არსებული პროცესი და სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეძლებისდაგვარად გააფართოონ წარმოების მოცულობა. მათთვის ეს რეალური შანსია, გახდნენ დომინანტი ადგილობრივ ბაზარზე და გრძელვადიან პერსპექტივაში სრულად ჩაანაცვლონ იმპორტირებული საქონელი.

ასევე, საკითხი შეიძლება შეფასდეს დადებითად იმ მხრივ, რომ ის ეხება ნებისმიერ წარმოებას - მცირეს, საშუალოსა თუ დიდს. ასევე, კომპანიები ერთგვარად თანაბარ მდგომარეობაში არიან ამ შანსთან მიმართებაში, ვინაიდან ერთ დონეზეა მოთხოვნა, დიდი წარმოების შაქრის კომპანიების და მცირე წარმოების ხორბლის პროდუქციაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა კვების მრეწველობა და მასთან დაკავშირებული პროდუქცია, ასევე, სამომხმარებლო საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების წარმოება. აღარ დავაკონკრეტებ, რომ ეს პროცესი პირდაპირ პროპორციულად კავშირშია უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან. ჩვენ იმედისმომცემად ვაფასებთ აღნიშნულ ეკონომიკურ პროცესს ამ მეტად რთულ დროს“, - აცხადებს ვეფხვია გულედანი.