მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Aljazeera: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტიის სიმტკიცის გამოცდაა

ალჯაზირა საქართველოზე

ყატარის ტელეკომპანია Aljazeera საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს პუბლიკაციას უძღვნის. Aljazeera წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტიის სიმტკიცის გამოცდაა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნები კონკურენტულ ბრძოლაში მიმდინარეობს და მასში 3,5 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველოში საარჩევნო ბარიერი 5-დან 1 პროცენტამდე იყო დაწეეული, რაც მეტ პარტიას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსს აძლევს.

თუ წინა საარჩევნო კამპანიები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდებოდა, ანუ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებდა, ხოლო სააკაშვილის პარტია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას რუსეთთან ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებაში სდებდა ბრალს. ამჟამად წინა პლანზე კორონავირუსის თემა, ასევე მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია წამოწეული.

Aljazeera ასევე იუწყება, რომ საქართველოს, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, სურს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც მან 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა - წერს Aljazeera.

2012 და 2016 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში საკმაოდ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. საქართველო - საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ პარტია, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, ქვეყანას 4 წლის განმავლობაში მართავს - წერს Aljazeera.