მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას არავის მისცემს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებებლი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია „აიპიემმა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ერთ-ერთ კითვაში დესტაბილიზაციის შეთავაზება შეიტანა.

„პარტიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია „აიპიემის“ კვლევაში დასმული კითხვა თავისი პასუხებით-პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ?, ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს.