მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი მეშველიანი: მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ინტენსიურ მუშაობას გავაგრძელებთ

გოგი მეშველიანი თეთრიწყაროში

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს, კლდეისს, ალექსევკას, მენკალისს, ჯვარას, დიდ ირაგას, პატარა ირაგას, ჯიგრაშენს, დაღეთსა და სამშვილდეს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

სამთავრობო გუნდის კანდიდატმა, ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და მოსახლეობასთან განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ დასახლებებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ჯვარაში სულ მალე დასრულდება საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, ხოლო, სამშვილდეში რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

თუმცა, სოფლებში კვლავ რჩება რიგი გამოწვევები, როგორებიც არის სასმელი და სარწყავი წყლის, გაზიფიცირების, მიწების დაკანონებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები. ჩვენ, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ინტენსიურ მუშაობას გავაგრძელებთ,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.