მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ხახუბია: მაქსიმალურად ჩავერთვები ყველა პროგრამაში, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული

სენაკის კანდიდატი

„მაქსიმალურად ვიქნები ყველა იმ პროექტის, პროგრამის ინიციატორი და განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული, რომელიც ფოთის, ხობის და სენაკის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად ოთხი წლის მუშაობის შემდეგ უფრო მეტად განვითარებულ და გალამაზებულ მუნიციპალიტეტებს მივიღებთ. ძალ-ღონეს არ დავიშურებ ყველა იმ პროექტის განხორციელებისთვის , რაც ფოთელების, ხობელების და სენაკელების წინსვლასა და წარმატებას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წყალმომარაგების სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა ფოთის ორი უმთავრესი პრობლემაა.

„ფოთში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი მალე გაიხსნება. ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და კუნძულის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. მიმდინარეობს ქალაქში არსებული კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფონდ “ქართუს”. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და კიდევ მეტს გავაკეთებთ დევნილი მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად, თავიანთ მხარეში დაბრუნებამდე.

მიუხედავად დიდი პროგრესისა, ფოთი არა ერთი გამოწვევის წინაშე დგას - 2 მთავარი პრობლემა რაც დღეს ქალაქს აწუხებს, ეს არის წყალმომარაგების სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა. თუმცა ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვპირდებით მოქალაქეებს რომ აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარი საზრუნავი ადამიანია, ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნდა და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად“, - აღნიშნა აირაკლი ხახუბიამ.